Tiflis (2014)
Created by Levan Dabrundashvili
Episodes
Episode 1Episode 1პირველ სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. XIX საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული...
Episode 2Episode 2“ტიფლისის” პირველ სერიაში გამოკვეთილი რამდენიმე სიუჟეტური ხაზი მეორეში ნელ-ნელა ვითარდება, ცოცხლდება. წინა პლანზე გამოდის არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, არამედ მორალურ-ზნეობრივი პრობლემებიც. ბატონ-ყმობის პერიოდი, უსამართლობითა და ქაოსით მართული საზოგადოება, სადაც ნებისმიერი დანაშაული პანიკურ შიშსა და დაუცველობის სინდრომს იწვევს _ სწორედ ეს არის ტიფლისის რეალური სახე. ორ კლანს შორის ძალაუფლების გადანაწილების რთული პროცესი ავტორებისთვის არა ერთი ინტრიგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ორბელიანების და ამილახვრების კლანები სრულიად განსხვავებული ორიენტირებით ხელმძღვანელობენ...
Episode 3Episode 3“ტიფლისის” ავტორები ცდილობენ დაანგრიონ საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება ძველი ქალაქის ცხოვრების მიმართ. აქ არ არიან ყარაჩოღელები, კინტოები, ბაზრის მოვაჭრეები და ხელოსნები, თავისი ჟივილ-ხივილითა და ხმამაღალი შეძახილებით, როგორც მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმში “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”. ეს ევროპული ყაიდის ძველი ქალაქია, სადაც იტალიური ოპერა, თეატრი, სალონური ტიპის წვეულებები, საროსკიპოები მოსახლეობის ძირითად გასართობ, თავშეყრის ადგილად ქცეულა...
Episode 4Episode 4
Episode 5Episode 5
Episode 6Episode 6ქალაქში არსებული რთული კრიმინოგენული, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, მოქალაქეების პროტესტი პოლიციას აიძულებს აქტიურად ჩაერთოს უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქი ორად იხლიჩება. დაპირისპირება ორ კლანს შორის აშკარა ხდება. ირველი სეზონის დამამთავრებელ მე-6 სერიაში ავტორები ცდილობენ, ძირითადად გამოკვეთონ ის მიმართულებები, რომელიც შემდეგ სეზონში ჰპოვებს განვითარებას. იკვეთება ორ კლანს შორის მკვეთრი შეჯახების პერსპექტივა, რომელიც მაყურებელს დიდ თავგადასავლებს ჰპირდება, ასევე საქართველოში აჯანყების დაწყების პერსპექტივაც...
Episode 7Episode 7All 7 episodesამილახვარი და გრიგოლი ოსმალ ვაჭარს შეხვდებიან, რომელიც მათ ტიფლისში დაბრუნებას მოუწოდებს და თანაც შეპირდება, რომ მატინოვი ცოცხალი აღარ დახვდებათ. აქვე გაიცნობენს დიმიტრი სოროკინს. ასეც მოხდება, მატინოვს მოწამლავენ. ორბელიანის ოჯახში წვეულებისთვის ემზადებიან. ანატოლი, რომელიც გაზეთს კითხულობს წააწყდება ცნობას, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწვა გორის სემინარია და დაიღუპა სტუდენტი იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი)...
Cast & Crew
Similar titles

























